среда, 26 марта 2014 г.

ჩვენი ფესვები ზესტაფონის რაიონის სოფელ საღვინეშია. იქაა ჩვენი ზედაშე, საგვარეულო სალოცავი და საძვალე. რადგან ჩვენი სამშობლო საღვინეა ბუნებრივია გვიყვარს ქეიფი და ღვინის სმა. სხვათა შორის არც ისე ურიგოდ გამოგვდის ეს საქმე. ვიცით კარგი სიმღერა და ცეკვა, ასევე შეგვიძლია მოვისმინოთ სხვისი ნამღერი და შევაფასოთ სხვისი ნაცეკვი.
კვინიკაძეები ღვთისაგან ბოძებული ნიჭითაცა ვართ დაჯილდოებულნი. ვართ კარგი ორგანიზატორები. გამჭრიახი და ხალასი გონება გვაქვს. ვიცით კარგი ქეიფი და რაც მთავარია შეგვიძლია უზომო სიყვარული. ვაი მას ვისაც კვინიკაძე შეიყვარებს.

среда, 12 февраля 2014 г.

კვინიკაძეთა გვარსი მატარებელი ადამიანების რიცხოვნობა

მე დღეს გამოვიკვლიე და მივაგენი ამონაწერს 2012 წლის მაჩვენებლით საქართველოში სულ ცხოვრობს 2537 კვინიკაძე აქიდან 1294 ქალია ხოლო 1243 კი მამაკაცი

понедельник, 27 января 2014 г.

კვინიკაძეების საგვარეულოს წარმოშობა და გავრცელება რაიონებში

კვინიკაძეები წარმოიშვნენ ზესტაფონის რაიონში კერძოთ საღვინეში და გავრცელდნენ სხვადასხვა ქალაქებში ესენია:თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ხარაგაული და სხვა.

пятница, 20 декабря 2013 г.

ჩემი საგვარეულოს ლეგენდა

 ერთი დიდი ბრძოლის დროს, შორაპნის ციხესთან, ერთი ფიზიკურად დიდი ახალგაზრდა კაცი, ჩეხდა მომხვდურ მტერს. შეშინებული ბერძნები ერთმანეთს ეძახდნენ "ნაპრესექსის, კვინიკ, ფიგე" (გაექეცი, გაეცალე, მოერიდე დიდს—კვინიკ). ომის შემდეგ იმ გამორჩეული ვაჟკაცისათვის "კვინიკე" შეურქმევიათ, მისი შთამომავალი კი ჩვენა ვართ, კვინიკაძეები.

გენიალოგიური ხე

  ჩემი გენეალოგიური ხე სადაც დატანილია კვინიკაძეების საგვარეულო

         



პროეკტის პირველი ნაწილი

პროეკტის პირველ ნაწილში ჩვენ გავეციტ პასუხები გარკვეულ კითხვებზე და გადავეცით პროექტის ხელმძღვანეს